main site map contact us
 
Eng Rus

სერვისები
 გარდაცვლილის ან პაციენტის რეპატრიაცია 

მოგზაურობისას მომხდარი უეცარი ავადმყოფობისას, უბედური შემთხვევისას ან გარდაცვალების დროს ალდაგი ასისტანსი მზად არის გაგიწიოთ დახმარება ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. ალდაგი ასისტანსი ჩართულია საერთაშორისო საასისტანსო ქსელში, თანამშრომლობს მსოფლიოში უდიდეს საასისტანსო კომპანიებთან და გააჩნია სამედიცინო შემთხვევების დარეგულირების მრავალწლიანი
გამოცდილება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. გადაუდებელ შემთხვევებში ალდაგი ასისტანსი საჰაერო ამბულატორია-სტაციონარებით დაუყოვნებლივ აწარმოებს რეპატრიაციას როგორც სპეციალური, ასევე კომერციული რეისებით. რეპატრიაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც თვითმფრინავით, ვერთმფრენით, მატარებლით, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ასისტანსის მუდმივი მონიტორინგით. ტრანსპორტის არჩევა ხდება ექიმის მიერ და დამოკიდებულია შემთხვევის ურგენტობაზე. უბედური შემთხვევის, გარდაცვალების შემთხვევაში ალდაგი ასისტანსი ახორციელებს ცხედრის რეპატრიაციას ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის გაფორმებით და ფორმალობის შესრულებით. საჭიროების შემთხვევაში ალდაგი ასისტანსი უზრუნველყოფს დაზღვეულის თანხლები პირის რეპატრიაციას ან დაზღვეულის ვადაზე ადრე დაბრუნებას.

Copyright © 2004-2005 Aldagi Assistance. All Rights Reserved. Developed by NeoMedia Ltd.