|
ასისტანსის იდეის ყველაზე დიდი ხნის ისტორია აქვს MUTUAIDE ASSISTANCE. პირველმა ფრანგულმა ასისტანსმა ერთი ოთახით, ერთი ოპერატორით, ერთი ტელეფონით დაიწყო თავის მოღვაწეობა. მისი წაბაძვით ისეთი ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის MONDIAL ASSISTANCE, თავდაპირველად ფუნქციონირებდა როგორც სარეკლამო სააგენტო. მოგვიანებით ფრანგული საერთაშორისო ასისტანსის მაგალითით 1976 წელს შექმნა თავისი საერთაშორისო ასისტანსის მსოფლიო ქსელი. ასევე შეიქმნა სხვა მსგავსი სერვისული კომპანიები. |
 |
დროთა განმავლობაში, ტელეკომუნიკაციების თანამედროვე საშუალებებმა, ინფორმაციულმა რესურსებმა, ტექნიკურმა აღჭურვილობამ, მონაცემთა ბაზებმა და სწრაფმა საერთაშორისო კავშირებმა ხელი შეუწყო MUTUAIDE ASSISTANCE-ის განვითარებას. დღეისათვის ის მოიცავს მთელ მსოფლიოს და ამავე დროს არის INTERNATIONAL ASSISTANCE GROUP-ის დამაარსებელი, რომელთანაც თანამშრომლობს მსოფლიოში უდიდესი
საასისტანსო კომპანიები: ELMONDA ASSISTANCE, INCHCAPE SHIPPING COMPANY, EUROPE ASSISTANCE, MUTUAIDE ASSISTANCE, TIM ASSISTANCE, MICA INSURANCE COMPANY, MEDICAL INSURANCE COMPANY SHAFAG, GLOBAL VOYAGER ASSISTANCE, ATESHGAH…
საასისტანსო კომპანიების მაგალითზე და ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის 1998 წლის 1 ივლისს სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა” დააარსა 24 საათიანი უნივერსალური, მრავალენოვანი, სატელეფონო საინფორმაციო სამსახური “ალდაგი ასისტანსი”, რომელიც 2000 წლის ივნისიდან ჩამოყალიბდა როგორც ცალკე სტრუქტურა შპს “ალდაგი ასისტანსი”, სადაც დაკავებულია საუკეთესო კვალიფიციური კონტინგენტი.
“ალდაგი ასისტანსი” გაგიწევთ მომსახურებას როგორც საქართველოში, ასევე მთელ ამიერკავკასიასა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
“ალდაგი ასისტანსი” აქტიურად არის ჩართული მსოფლიო საასისტანსო ქსელში და კლიენტებს უწევს მომსახურებას ზუსტად ისეთივე პირობებით, როგორითაც მისი პარტნიორი კომპანიები.
ადამიანები ყოველდღე ხვდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება, უამრავი გადაუდებელი სიტუაცია და ა. შ. ასისტანსის სამსახური ზუსტად ამ პრობლემების მოგვარების და დახმარებისათვისაა შექმნილი. კლიენტის მოთხოვნათა შესაბამისად, ასისტანსი მათ თავაზობს ფართო სპექტრის მომსახურებას: დაწყებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით (სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ამბულატირიული მომსახურება, ჰოსპიტალიზაცია, ექიმის ვიზიტი ბინაზე…), ავადმყოფის ევაკუაციით (თანმხლები სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფით, აგრეთვე საჭირო აპარატურითა და მედიკამენტებით), გარდაცვლილის რეპატრიაციით (შესაბამისი დოკუმენტაცით უზრუნველყოფა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება) და დამთავრებული ავტო-ასისტანსის მომსახურებით, ბილეთების დაჯავშნით, იურიდიული მომსახურებით და ა. შ.
ადამიანებისათვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, ეს პრობლემები განსაკუთრებულ სიმძაფრეს და აუცილებლობას იძენენ, ამიტომ ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ ასისტანსის მომსახურებას.
“ალდაგი ასისტანსი” ძირითადად ემსახურებოდა სადაზღვევო კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების მქონე კლიენტებს.
ვინაიდან მუშაობის პერიოდში სამსახურის საქმიანობამ გამოიღო დადებითი შედეგი - დაზღვეულები ხშირად სარგებლობდნენ ამ სამსახურით, 1999 წლიდან “ალდაგი ასისტანსი”-ს მომსახურება გავრცელდა ყველა პოლისის მფლობელზე.
1999 წლიდან “ალდაგი ასისტანსი” ურთიერთობს ჯეოსელთან; მიიღო მონაწილეობა სასწრაფო დახმარების გამოძახების უფასო აქციაში; ემსახურებოდა თბილისის 3-15 წლამდე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მუნიციპალურ პროგრამას; მიიღო მონაწილეობა ტვირთების პროგრამაში CARGO.
2000 წელს გაიხსნა კლინიკა “ალდაგი მრჩეველი”; მოქმედებდა მედიკამენტების საინფორმაციო სამსახური; ამუშავდა ქ. რუსთავის 3-15 წლამდე ასაკის მოსახლეობის სამედიცინო სტაციონარული მომსახურეობის მუნიციპალური პროგრამა; თბილისის 15 წელს ზევით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მუნიციპალური პროგრამა. დაიდო ხელშეკრულება ავტომანქანების ფედერაციასთან. ამუშავდა ავტო-ასისტანსის პროგრამა.
“ალდაგი ასისტანსის” მიერ რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვები სხვადასხვა ორგანიზაციების შეკვეთით.
2001 წლიდან ასისტანსი აწარმოებს ახალ სერვისს – ტაქსების (“მერსედესის” ფირმის) გამოძახებას. დაიდო ხელშეკრულება სამედიცინო ფარმაცევტულ საინფორმაციო სამსახურთან GPC, პროექტის მიზანი იყო შექმნილიყო ძლიერი საინფორმაციო ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა როგორც ექიმის, ასევე მომხმარებლის მიერ.
“ალდაგი ასისტანსმა” შექმნა სამედიცინო საინფორმაციო ბაზა რესპუბლიკაში არსებულ კლინიკებზე, რის მიზანიცაა გაზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა სამედიცინო მომსახურების შესახებ.
დაიდო ხელშეკრულება თბილისის აეროპორტთან და ასისტანსი აწარმოებს VIP-3 მომსახურებას.
“ალდაგი ასისტანსმა” სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე კლიენტების უკეთ მომსახურების მიზნით გაიხსნა “ალდაგი ასისტანსის” სამედიცინო ცენტრი, სადაც მუშაობენ საუკეთესო კვალიფიკაციის ოჯახის ექიმები, რომლებიც ეხმარებიან კლიენტის სურვილის მიხედვით სპეციალისტის შერჩევაში, სამედიცინო მომსახურების მიღებაში, პრევენციული ღონისზიებების ჩატარებაში, სადაზღვევო პოლისის პირობების გათვალისწინებით.
ყოველთვიურად “ალდაგი ასისტანსი” ემსახურება დაახლოებით 2000-3000 ზარს, ხოლო წელიწადში 600000-ზე მეტს.
ყოველ ახალ დღეს მოაქვს ახალი შემთხვევები, რომელთაც ინდივიდუალური მიდგომა და სწრაფი გადაწყვეტა ჭირდება. 24 საათი დღე-ღამეში, 7 დღე კვირაში, 365 დღე წელიწადში – ასისტანსი მოგიგვარებთ ყველა პრობლემას სწრაფად და ეფექტურად.